აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
• მზარდ ანაზღაურებას;
• უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
• პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
• ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
• მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
• ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
• საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას;
• ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
• საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
• აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
• აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
• განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
• სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
• აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
• ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
• ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სწრაფად ათვისების უნარი;
• ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
• ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - „ასისტენტ აუდიტორი“.