geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21/ ჰიბრიდული

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე (პროექტის დასრულებამდე)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმდინარე და სამომავლო პროექტებში ჩართულობა და  HR გუნდის მხარდაჭერა
  • ტრენინგების კოორდინაცია და სასწავლო პროგრამების ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება
  • HR რეპორტინგში ჩართულობა და C&B გუნდის მხარდაჭერა
  • HR პროცესების გაციფრულებაში მონაწილეობის მიღება
  • HR საკითხების აღსრულება და მონიტორინგი
  • კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი, მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი
  • სასურველია მინიმალური გამოცდილება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში
  • MS Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის
  • უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს

 

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: Careers@cement.ge

 

გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!