Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს საგადახდო სისტემების დეპარტამენტის საგადახდო სისტემების მართვის განყოფილებაში

საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიზანი:
საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას და ამ მიზნით
განახორციელოს საგადახდო სისტემის ოპერატორისა (მათ შორის, მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის) და საგადახდო სისტემების რეგულირება და ზედამხედველობა (ოვერსაიტი),
ასევე, საგადახდო მომსახურების რეგულირება და ზედამხედველობა/ოვერსაიტი, მართოს ეროვნულ ბანკში არსებული ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა. შეიმუშაოს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა და სტანდარტები საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების კუთხით. მომსახურება გაუწიოს ეროვნული ბანკის კლიენტებს; უზრუნველყოს ეროვნული გადახდების საბჭოს ფუნქციონირება.
ასევე, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ფუნქციაა, დავების განმხილველი კომისიის აპარატის საქმიანობის შესრულება.
შერჩეული სტაჟიორი სტაჟირების პერიოდში ჩართული იქნება ეროვნული ბანკის საგადახდო მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტებში.

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით
სტაჟიორთა რაოდენობა: 6
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირი, ინფორმაციის კომუნიკაციის ტექნოლოგიების ან მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით.
 ინგლისური ენა - B 2
კომპეტენციები და უნარები:
 დასახული ამოცანების ოპერატიულად შესრულება;
 კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
 პასუხისმგებლობა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება;
 სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;

 თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების და ინოვაციური სერვისების განვითარებისადმი ინტერესი;

სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება:
 კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს საგადახდო სისტემების დეპარატმენტის საგადახდო სისტემების მართვის განყოფილების სხვადასხვა საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებული იქნება სტაჟიორის საქმიანობის სპეციფიკასთან;
 გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
 გახდეს დინამიური სწავლების და სამუშაო გარემოს თანამონაწილე.

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
 განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
 წერითი დავალება
შენიშვნა: პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან წერითი დავალების ეტაპზე, რომლებსაც შესასრულებელი ექნებათ ლოგიკური მსჯელობის ტესტი

მესამე  ეტაპი:
 გასაუბრება (გასაუბრებაზე დაიშვებიან კანდიდატები რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს)

შენიშვნა:
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი 

ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
 რეზიუმე (CV)
 *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - საგადახდო სისტემების მართვის განყოფილება.
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.

 

სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 19 ოქტომბერი