კომპანია Nexia Solutions წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.
კომპანია Nexia Solutions აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
• პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;
• არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
• მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;
• საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;
• საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
• MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული ენების კარგად ცოდნა)
• ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა
• ERP სისტემაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, „King David” (კვირაში 3 დღე ოფისი, 2 დღე დისტანციურად)
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
• ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „კონფიგურაციის სპეციალისტი”.