Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.
Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.
Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (11:00-19:00 საათი, უნივერსიტეტთან ხელშეწყობით)
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის ქ. 12, King David.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
ფუნქცია-მოვალეობები:
• კანდიდატებისათვის ტესტირების და გასაუბრების ჩანიშვნა
• კანდიდატების შერჩევის პროცესში ჩართულობა
• თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვაში მონაწილეობა
• თანამშრომელთა შეფასების პროცესში ჩართულობა
• HR დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა
მოთხოვნები:
• ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ანალიტიკური აზროვნება
• გუნდური მუშაობის უნარი
• კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში“.