Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/07/2025 - 06/08/2025

პოზიციის მიზანი: ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფასა და სამართლებრივი რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება.



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოლდინგის მასშტაბით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი, სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, ოქმების, მინდობილობების, პარტნიორთა შეთანხმებების, წესდებების, გადაწყვეტილებების და სხვა) მომზადება და თანმდევი პროცესების მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ჰოლდინგის წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოში, ნოტარიუსთან;
  • პრობლემურ საკითხებზე სამართლებრივი ანალიზის მომზადება, მათ შორის, არსებულ და სავარაუდო სასამართლო დავებთან დაკავშირებით;
  • ბრძანებებისა და შიდა მარეგულირებელი პროცედურების შედგენა/ექსპერტიზა;
  • ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
  • საერთაშორისო კერძო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;


სასურველი პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა:
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ადაპტაციის უნარი.


სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
  • ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული