საქმიანობის აღწერილობა:
- ახალი საკრედიტო რესურსის მოზიდვის პროცესში დახმარება;
- სასესხო კაპიტალის გლობალურ ბაზრებზე, საკრედიტო პროდუქტებზე, მონაწილე მხარეებზე, დაკავშირებულ რეგულაციებზე სიახლეების მოძიება;
- ეკონომიკის რეალური სექტორის იმ საჭიროებებზე მონაცემების განახლება, რაც შეიძლება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით გადაიჭრას;
- სარეინტინგო სააგენტოებთან სამუშაო პროცესში მხარდაჭერა.
- საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი დოკუმენტური ნაწილის მოწესრიგება;
- გადახდების დროულად შესრულების მონიტორინგი;
- მოზიდულ სასესხო პორტფელზე ინფორმაციის განახლება და კონტროლი;
- საკრედიტო ინსტიტუტებთან პერიოდული და ერთჯერადი რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: III-IV კურსის სტუდენტი, კურსდამთავრებული (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით).
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- ფინანსური ბაზრების, საკრედიტო პროდუქტების და მონაწილე მხარეების შესახებ თეორიული განათლება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Excel-ის ცოდნა;
- ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის საკონკურსო პროცედურა:
1. რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;
2. ზოგადი ტესტირება – ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება;
3. პროფესიული დავალება / პრეზენტაცია;
4. ინდივიდუალური გასაუბრება;
გელოდებით, მოგვიყევი შენ შესახებ!
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 აგვისტო, 2025
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული