კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
22/07/2025 - 05/08/2025
შპს ,,ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია'' აცხადებს ვაკანსიას უფროსი შიდა აუდიტორის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა აუდიტის ერთიანი პოლიტიკისა და სისტემის შესაბამისად სამოქმედო გეგმების შემუშავება და აღსრულების უზრუნველყოფა;
- რისკებზე დაფუძნებული აუდიტის გეგმების შემუშავება, შეთანხმება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა;
- კომპანიაში რისკების გამოვლენა-ანალიზი და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება;
- მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, შიდა დებულებების, პოლიტიკებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება;
- შიდა ორგანიზაციული პროცესების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება, გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი აღსრულების მონიტორინგი;
- ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით;
- არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება აუდიტის მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office სტანდარტული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა და გამოცდილება:
- შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- სტრატეგიული ხედვისა და სისტემური აზროვნების უნარი;
- მაღალ დონეზე განვითარებული ანალიტიკური უნარები;
- ეფექტური აღსრულების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დაგეგმვა/ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული