BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ადგილმდებარეობა ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება ოფის მენეჯერი
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00
ფუნქცია/მოვალეობები:
კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირთან
შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტორების მიღება
შემომავალი და გამავალი ბეჭდური კორესპონდენციის მართვა- ადმინისტრირება
მოცულობითი დოკუმენტაციის ბეჭდვა/აკინძვა/დასკანერება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების მიხედვით
თანამშრომლების მხარდაჭერა სხავადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში
ყოველთვიური რეპორტების მომზადება და შესაბამისი მიმართულებისთვის მიწოდება
საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით მომწოდებელთან შეკვეთა
ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის პროცესის მართვა
საჭიროების მიხედვით, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ორგანიზებული
პუნქტუალური
დეტალებზე ორიენტირებული
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ოფის მენეჯერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22.09.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.