სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე რისკების ანდერაიტინგის განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ფინანსური გარანტიების უმცროსი მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- საბანკო/სადაზღვევო გარანტიების გაცემის პროცესში მონაწილეობა, ანდერაიტინგი და დოკუმენტაციის დამუშავება
- მოქმედი გარანტიების მონიტორინგი: ვადების კონტროლი, გაგრძელებებისა და ცვლილებების დამუშავება, გაუქმება;
- გარანტიების რეესტრის წარმოება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ლიმიტების მონიტორინგი;
- კომუნიკაცია პარტნიორებთან: საბაჟო და საჯარო უწყებები, ბანკები, აგენტები.
- გადაზღვეველებთან თანამშრომლობა — საჭიოების შემთხვევაში მოთხოვნების გაგზავნა, პირობების შეთანხმება და დადასტურებების მიღება.
- რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, შეფასება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
- გარანტიებთან დაკავშირებული ანგარიშგებებისა და მონაცემების მომზადებაში მონაწილეობა
- გუნდის მიმდინარე პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ფინანსებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში)
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში (სასურველია გარანტიების, კორპორატიული სესხების ან სადაზღვევო მიმართულებით).
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენა მაღალ დონეზე ცოდნა;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული