სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
სამუშო განყოფილება და გრაფიკი : მოზრდილთა პალიატიური, 24 სთ სამუშაო გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები:
1. კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება;
2. საექთნო დოკუმენტწარმოება;
3. საექთნო ჩანაწერების სწორად, დროულად და ხარისხიანად წარმოება;
4. პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება წინასწარ გაწერილი ჯერადობით და შესაბამისი ჩანაწერების დროული შესრულება;
5. მცირე პროცედურების დროული და ხარისხიანი ჩატარება;
6. სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი;
7. კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შესაბამისად;
8. პაციენტზე ორიენტირებული უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე ზრუნვა;
9. სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა /აღსრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· აუცილებელია პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
· ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივლისი 2025;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ iashvilicareer@vian.health