Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიოლეტა ფურცელაძე
პედაგოგი
დაბადების თარიღი 1927

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედაგოგი, მთარგმნელი.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება.

1953 წ. ამავე ფაკულტეტის გერმანული ენის კათედრის ასპირანტურა.

1954 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრაზე 1954-1959 - მასწავლებელი; 1959-1961წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1961-1999 წწ. - დოცენტი; 1999-2006 წწ. - პროფესორი; 1973-1994 წწ. - გერმანული ენის კათედრის გამგე; 1994-2006 წწ. - გერმანული ენის და რომენულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრა, პროფესორი.

1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "რთული სახელადი შემასმენელი გერმანულ ენაში და მისი ქართული ეკვივალენტები”.

1999 წელს  სადოქტორო დისერტაცია, თემა: "ტექსტი, როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი გაცხადება".

გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ვიოლეტა ფურცელაძე არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი; ქართულ ენაზე აქვს თარგმნილი ა. ზეგერსის, ლ. ფრანკის და ლ. ფოიხთვანგერის ნაწარმოებები:

ბიბლიოგრაფია

1. ტექსტი, როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი განცხადება: მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, "უნივერსალის" გამ-ბა , 2014. – 391 გვ.. - ISBN: 9789941222610

2. გერმანული ენის პრაქტიკული გრამატიკა. (თანაავტორი) // ნაწ. 3, რთული წინადადების სინტაქსი . - თბილისი, ლეგა, 2009. - 240გვ.. - ISBN: 9789941907487

3. გერმანული ენის პრაქტიკული გრამატიკა (თანაავტორი) // ნაწ. 1, მორფოლოგია. - თბილისი, ალმა მატერი, 2001. - 338გვ.. - ISBN: 9992883715

4. გერმანული ენის სახელმძღვანელო: სპეციალური ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. სწავლების მეორე წელი (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1971. - 213გვ.

თარიღი: 22/01/2026
კატეგორია: პედაგოგი