Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერი ლორია
პედაგოგი
დაბადების თარიღი 1936

პროფესორი, მკვლევარი, პედაგოგი

ვალერიან ლორია დაიბადა 1936 წელს,, ქ. ბათუმში

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი .

ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი.

 იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982).

1960–2005 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

 1970–197 5წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

 1989–2001წწ. სამართლის საფუძვლების და 2001–2005 წწ. ადმინისტრაციული სამართლის კათედრების გამგე. საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები:

ღირსების ორდენი (2003); ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.(2002)

ვალერიან ლორია არის მრავალი  სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და სტატიების ავტორი:

ბიბლიოგრაფია

სახელმწიფო და რელიგია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. 92 გვ.

2. ადამიანის უფლებები და რელიგია (თანაავტორი). - თბილისი, თბილისი, 2006. - 170გვ.. - ISBN: 9994036386 

3. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი სახელმძღვაელო.. უმაღლ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2005. – 448 გვ.. - ISBN: 9992832037

4. რელიგიური უმცირესობები და რელიგიური ექსტრემიზმი საქართველოში .(თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 200 – 228 გვ.. - ISBN: 9994012339

თარიღი: 22/01/2026
კატეგორია: პედაგოგი