geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამაზე.

 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პროფესიონალ პედაგოგს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული ცოდნის, სივრცითი აზროვნების, გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და გლობალური პროცესების გააზრებაში.

 

სამუშაო ენა - ინგლისური

 

ძირითადი მოვალეობები

  • გეოგრაფიის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სასწავლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად
  • მოსწავლეებში სივრცითი აზროვნების, კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარება
  • გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი გეოგრაფიული პროცესების სწავლება
  • რუკებთან, მონაცემებთან, დიაგრამებთან და გეოგრაფიულ წყაროებთან მუშაობის უნარების განვითარება
  • სასწავლო მასალების, დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება
  • მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის მიწოდება
  • ინკლუზიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა
  • სკოლის აკადემიურ გუნდთან და მშობლებთან თანამშრომლობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება გეოგრაფიაში, განათლებაში ან შესაბამის სფეროში
  • გეოგრაფიის სწავლების გამოცდილება
  • თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ამერიკულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული