სამუშაო განაკვეთი: სრული
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მიმართულებით — გაყიდვების პროცესების მართვის სტაჟიორი
თუ ხარ სტუდენტი და მზად ხარ სწავლასთან ერთად აქტიურად ჩაერთო გაყიდვების პროცესების მართვაში და რეალურ ბიზნეს ოპერაციებზე იმუშაო — ეს სტაჟირება შენთვისაა.
რას გააკეთებ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში:
- მაღაზიების სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერას;
- მარაგების გადატანების საჭიროებისა და რაოდენობის განსაზღვრაში ჩართულობას;
- გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადების პროცესის მხარდაჭერას;
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას.
რას ვითხოვთ:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონე (სასურველია);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის მზადყოფნა.
რას გთავაზობთ:
- რეალურ ბიზნეს პროცესებზე მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიონალ გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
- განვითარებას საქმეზე სწავლით;
- 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
- 1000 ლარი (Gross) თვიური ანაზღაურება.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატებს მიეცემათ დასაქმების შეთავაზება.
დაისახე ამბიციური მიზნები და დაიწყე კარიერა „აი სი არ ტრეიდში“ — ჩვენ მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ შენს განვითარებაში.
განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს