Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი „ტრეფიკინგი როგორც ტრანსნაციონალური დანაშაული“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული სტუდენტებისთვის ტრენინგი ,,ტრეფიკინგი როგორც ტრანსნაციონალური დანაშაული“ გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მოწვეული ლექტორი შალვა გელაშვილი.

 

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე; ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელი ექსპლუატაციის ფორმებზე; დაზარალებულთა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებსა და დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

თარიღი: 11/03/2025