geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)

 

სამუშაო ადგილი: 3 დღე ოფისში , 2 დღე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

 

ანაზღაურება: 2500-3500 ლარი (NET)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა
  • თვითღირებულების კალკულაცია: ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშება და კონტროლი.
  • მარაგების მართვა: საწარმოო მარაგების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქცია) მოძრაობის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში.
  • ჩამოწერები და გადაადგილებები: ნედლეულის წარმოებაში გადაცემის, დანაკარგებისა და წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა/ჩამოწერა.
  • ინვენტარიზაცია: საწყობებსა და წარმოებაში პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ფაქტობრივი ნაშთების პროგრამულთან შედარება/კორექტირება.
  • რეცეპტურების კონტროლი: პროდუქციის ტექნოლოგიური რუკებისა და რეცეპტურების მიხედვით ხარჯვის ნორმების კონტროლი.
  • რეპორტინგი: წარმოების მოცულობის, დანახარჯებისა და მარაგების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
  • წარმოებასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) სრული წესრიგის უზრუნველყოფა.
  • დეკლარაციების ჩაბარება,ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ჩაბარება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების ბუღალტერიის მიმართულებით (სავალდებულოა)
  • საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა (განსაკუთრებით წარმოებისა და მარაგების ნაწილში).
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა:1C,ბალანსი
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • BAF (ACCA)-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და საწარმოო ხაზის მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული