სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2005 წელს. თუმცა,  მასში შემავალი ცალკეული სპეციალობები თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დაფუძნების  პირველივე  წლებიდან ისწავლება.  ფაკულტეტზე ექვსი მიმართულებაა: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია და ინტერდისციპლინური,  სადაც სტუდენტებს სთავაზობენ  7 საბაკალავრო, 16 სამაგისტრო (მათ შორის 1 ინგლისურენოვანი და 1 ინგლისურენოვანი ქართული კომპონენტებით) და 11 სადოქტორო პროგრამას. 
ფაკულტეტზე სწავლობს  3000-მდე სტუდენტი,  რომელთა    უმეტესი ნაწილი ფლობს სრულ, ან ნაწილობრივ სახელმწიფო გრანტს. 
