Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო შეხვედრა ესტონელ პარტნიორთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრსა და ესტონეთის ვალგამაას პროფესიული მომზადების ცენტრს შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა „ტვირთების ექსპედირება: ევროპული სტანდარტები, დიგიტალიზაცია და პრაქტიკული მენეჯმენტი“ გაიმართა, რომელიც პროფესიული პროგრამის „ტვირთების ექსპედირება“ ფარგლებში გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას დაეთმო.

 

31 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს  თუ როგორ აერთიანებს ესტონური მოდელი სასწავლო პროგრამაში პროგრამულ უზრუნველყოფას, სიმულაციურ სწავლებასა და პრაქტიკის შეფასების სისტემებს, ასევე განსაზღვრეს ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელთა ინტეგრაციაც შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესში.

 

ესტონურმა მხარემ წარმოადგინა საგანმანათლებლო მიდგომები და გამოცდილება. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ციფრულ ინსტრუმენტებსა და პროგრამულ პლატფორმებს, რომლებსაც ესტონეთში სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის იყენებენ; მსჯელობა შეეხო სამუშაო პროცესების სიმულაციას სასწავლო გარემოში, თუ როგორ ინტეგრირდება პროგრამული უზრუნველყოფა სწავლების პროცესში, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეს რეალურ სამუშაო გარემოს; ასევე განიხილეს სტუდენტთა პრაქტიკის ორგანიზებისა და მონიტორინგის საკითხები, როგორ ხდება სტუდენტების ჩართულობის აღრიცხვა და დადასტურება პრაქტიკის პერიოდში, რა როლი აქვს „პრაქტიკის დღიურებს“ და როგორ ხორციელდება მონაცემთა მართვა, შეფასება და რეალურ დროში მონიტორინგი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ბოლო საკითხთან მიმართებაში ორივე ინსტიტუცია იყენებს იდენტურ მიდგომებს, რაც ქმნის საფუძველს გამოცდილების ეფექტიანი გაზიარებისთვის.

 

შეხვედრას ესწებოდნენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ინეზა ვაწაძე, ინტერაციონალიზაციის მენეჯერი ნათია გაბრიჭიძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი სოფიო კაკაურიძე, ტვირთების ექსპედირების პროგრამის ზელმძღვანელი ლაშა ჩაკვეტაძე, მასწავლებლები შოთა რევიშვილი, გიორგი  ბაბუნაშვილი, თამთა ჩაკვეტაძე, ესტონურ მხარეს ვალგამაას პროფესიული მომზადების ცენტრის ლოგისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი და მასწავლებელი   რანერ ლინდტი წარმოადგენდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და  სამომავლოდ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით გაცვლითი ვიზიტები დაგეგმეს ესტონეთსა და საქართველოში.

თარიღი: 31/03/2026