შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სტუქტურული ერთეული: ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტი ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რაშიც აქტიურად იქნები ჩართული
პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
RS პორტალზე მუშაობა;
საბუღალტრო გატარებების წარმოება;
სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
ინგლისური ენის ცოდნა (B1); საოფისე პროგრამების ცოდნა;
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება:
• ანალიტიკური აზროვნება;
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულება;
• ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
• გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 10 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: vacancy@icr.ge
ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება „ბუღალტერი“
შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას.