Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კანცელარიის განყოფილეის მიზანი:

პრეზიდენტის აპარატის კანცელარიის განყოფილება პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების კოორდინაციაზე  და მომხმარებლების სწრაფ და ეფექტურ მომსახურებაზე.  

გარე მომხმარებლების მომსახურებისთვის ეროვნულ ბანკში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელის საქმიანობასაც უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს კანცელარიის განყოფილების მიმღები. მიმღები ასევე უზრუნველყოფს ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებიდან  დოკუმენტების მიღებას და  ვიზიტორებისთვის დაშვების ბარათის გააქტიურებას.

ცხელი ხაზის მეშვეობით ეროვნული ბანკის კანცელარიის განყოფილებას აქვს აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლებთან, რაც გულისხმობს მათი  მოთხოვნების იდენტიფიცირებას და კომპეტენციის ფარგლებში  კონსულტირებას.

შერჩეული სტაჟიორი  სტაჟირების პერიოდში  ჩართული იქნება  ეროვნული ბანკის მიმღების ფუნქციონირებაში, კერძოდ:

შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთა მოთხოვნების იდენტიფიცირება;

მომხმარებელთა პირველადი კონსულტირება კანცელარიის განყოფილების უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელთა მოთხოვნებიდან გამოდინარე მათი გადამისამართება რელევანტურ სტრუქტურულ ერთეულებთან;

კანცელარიის განყოფილების მიმღებში შემოსული დოკუმენტების მიღება და გადამოწმება.

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი  ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების  მქონე პირი, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

სასურველია კანდიდატს ქონდეს გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობისა და კონსულტირების მიმართულებით

ინგლისური ენა - B 2

კომპეტენციები და უნარები:

აქტიური მოსმენის უნარი;

დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

სტრესული სიტუაციების მართვა კომუნიკაციაში;

დეტალებზე ორიენტირებულობა.

სტაჟიორს  შესაძლებლობა ექნება:

კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში  რომელიც დაკავშირებული იქნება ცხელი ხაზის ოპერატორის სპეციფიკასთან;

გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;

გახდეს დინამიური სწავლების და სამუშაო  გარემოს თანამონაწილე.

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

პირველი ეტაპი:

განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

მეორე ეტაპი:

პრეზენტაცია

შენიშვნა:  (პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია ეროვნული  ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშრებით

მესამე  ეტაპი:

გასაუბრება

შენიშვნა: გასაუბრებაზე დაიშვებიან კანდიდატები რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის  19  თებერვლის  ჩათვლით   ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

რეზიუმე (CV)

მოკლე სამოტივაციო წერილი

*რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - კანცელარიის განყოფილება (მიმღები)

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ერთი ელექტრონული ფოტო.

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს