განცხადებების ვებ-გვერდი Auto.ge აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ოპერატორის პოზიციაზე
ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.
სამუშაოს აღწერა:
• უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
• კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარება;
• ვებ-გვერდზე განცხადებების განთავსება, კორექტირება.
• ვებ-გვერდის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
• ენების ცოდნა: ქართული(მშობლიური)
პიროვნული თვისებები:
• აქტიურობა;
• შრომისმოყვარეობა;
• კარგი პრეზენტაციის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• სირთულეების დაძლევის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• საქმეზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: project11@hr.ge