geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი

ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
  • ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
  • საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
  • იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.

 

პიროვნული თვისებები:

  • განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სიზუსტე, აკურატულობა;
  • ობიექტურობა და პრინციპულობა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 30.06.2026-მდე ელ. მისამართზე  vacancy@newhospitals.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - „უმცროსი იურისტი.“

 

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.