თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ ტალანტების მართვის გუნდში ანაზღაურებადი სტაჟირება დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შენი მთავარი საზრუნავი იქნება:
- ვაკანსიის განთავსება დასაქმების ვებ გვერდებზე;
- CV-ების გადარჩევა და აღრიცხვა;
- კანდიდატებთან გასაუბრებების დაორგანიზება;
- საჭიროების მიხედვით ტესტირების დაგეგმვა/ჩატარება;
- დასაქმებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მოგროვება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
გამოგვეხმაურე, თუ:
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- იცი MS Office პროგრამები;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- კომუნიკაბელურს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულს.
რას დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს
- მრავალფეროვნებას
- პროექტებში ჩართულობას
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული