როსტომ ჩხეიძე
მწერალი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1959
მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი
როსტომ ჩხეიძე დაიბადა 1959 წელს ქ. გორში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტური ენების განხრით.
არის არაერთი მონოგრაფიის, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიის, აგრეთვე, პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი.. მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანისა, რომელიც მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას. უამრავი ინგლისური და ამერიკული ლიტერატურული და პოლიტიკური ესეის მთარგმნელი.
სხვადასხვა დროს უძღვებოდა ლიტერატურულ გადაცემებს ტელევიზიებში: პირველი არხი, საპატრიარქოს არხი და ტელეკომპანია "იბერია".
2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
ბიბლიოგრაფია:
- ბედი პავლე ინგოროყვასი: ბიოგრაფიული რომანი (ავტორი). - თბილისი, 2015. - 748გვ.. - ISBN: 9789941079993
- აღსარება გურამ დოჩანაშვილისა (ავტორი). - თბილისი, 2011. - 272გვ.
- ალექსანდრე ორბელიანი დასავლეთ ევროპის ახალი ისტორიის საკვანძო საკითხებზე (რედაქტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2010. - 60გვ.. - ISBN: 9789994055982
- აგვისტოს შვილები : მამაჩემი ოთარ ჩხეიძე: ბიოგრაფიული რომანი (ავტორი). - თბილისი, 2008. - 816გვ.. - ISBN: 9789941010187
- არსენა და მისი ეპოსი (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1998. - 95გვ.
- ალექსანდრე ორბელიანი : ბიოგრაფიული რომანი (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1996. - 313გვ