ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში სტუდენტებს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობას სთავაზობს.
თუ ხართ თსუ პროფესიული განათლების სტუდენტი და გსურს მონაწილეობა მიიღო შემეცნებით-საგნმანათლებლო ვიქტორინაში. 25 აპრილამდე თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, პროფესიული პროგრამა, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა) უნდა გაგზავნით ელფოსტაზე salome.tchanturidze@tsu.ge
ვიქტორინაში მონაწილეობისთვის უნდა შეიკრიბოს გუნდი (5-6 მონაწილე).
ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი, გამარჯვებულ გუნდს კი სპეციალური პრიზები.
პროფესიულ სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის დაგეგმილ ექსკურსიებში „გახდი შენი ქვეყნის გიდი“.
თითოეულმა მონაწილემ 10 აპრილამდე უნდა წარადგინოს საქართველო (შენი ქალაქი, სოფელი, სამზარეულო, ღვინო, ტრადიციები, ცეკვა, და სხვ.) რატომ არის გამორჩეული და საინტერესო უცხო სტუმრისთვის?
ესე უნდა იყოს ერთგვერდიანი (შრიფტი - Sylfaen, ფონტი -12). გაგზავნისას დოკუმენტს დასახელებაში მიეთითოს თქვენი სახელი და გვარი ქართულად.
ნამუშევარი გამოგზავნეთ : salome.tchanturidze@tsu.ge