geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)


სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ახალი სამედიცინო დაწესებულებების მოძიება, ბაზრის კვლევა და საჭიროებების იდენტიფიცირება გეოგრაფიული და პროფილური დაფარვის გასაუმჯობესებლად;
  • პროვაიდერ კლინიკებთან კომერციული პირობების, ტარიფებისა და ფასდაკლებების სისტემის შეთანხმება;
  • ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება, განახლება და მათი პირობების შესრულების მონიტორინგი იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან ერთად;
  • პროვაიდერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, საოპერაციო ხარვეზების აღმოფხვრა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება;
  • სამედიცინო ზარალების (Claims) სტატისტიკის დამუშავება, პროვაიდერების ჭრილში ხარჯების დინამიკის კვლევა და გადახარჯვის რისკების გამოვლენა;
  • სამედიცინო სერვისების ფასების ბენჩმარკინგი (ბაზრის საშუალო ფასებთან შედარება) და ოპტიმალური სატარიფო პაკეტების შემუშავება;
  • კლინიკების მუშაობის ეფექტურობის შეფასება KPI-ებით: მომსახურების ხარისხი, დაზღვეულთა კმაყოფილება, საშუალო ქვითრის სიდიდე, განმეორებითი ვიზიტების სიხშირე;
  • მენეჯმენტისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანალიტიკური ანგარიშების, პროგნოზებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • დაზღვეულთა უკუკავშირისა და პრეტენზიების ანალიზი პროვაიდერების მიმართულებით და შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
  • თანამშრომლობა ანდერაიტინგის, ზარალების რეგულირების, სამედიცინო ექსპერტიზისა და გაყიდვების გუნდებთან ახალი სადაზღვევო პროდუქტების შესაქმნელად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სექტორში (სამედიცინო დაზღვევის, ზარალების რეგულირების ან პროვაიდერებთან ურთიერთობის კუთხით) ან სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში/ანალიტიკაში
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Pivot Tables, VLOOKUP/XLOOKUP, რთული ფორმულები, მონაცემთა ვიზუალიზაცია); სასურველია Power BI, Tableau ან SQL-ის ცოდნა
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაზღვევის სპეციფიკის კარგი ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.