ვაკანსია:
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
27/11/2026 - 19/12/2026
სამუშაო საათები: 09:30-18:30 ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის საქმიანობის ეფექტიანი მართვა და კოორდინაცია;
- შეთანხმებული გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა;
- გუნდის პორტფელის მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შეფასება;
- გუნდის წევრების მოტივირება, განვითარება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა, სწავლება და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
- გაყიდვების პროცესების ეფექტიანობის შეფასება, ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციირება;
- ახალი მომხმარებლების მოძიება, საქმიანი ურთიერთობების განვითარება და არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და დროული ამოღების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
- სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სადაზღვევო პროდუქტებისა და ბაზრის კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლიდერული და გუნდური მართვის უნარი;
- შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.