geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე.

მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: 

·       სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;

·       სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;

·       პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;

·       მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;

·       მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით;

·       ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·       სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის, ეკონომიკის და/ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით);

·       აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

·       სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების და/ან აქტივების რეალიზაციის მიმართულებით;

·       ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·       Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: 

·       ეფექტური კომუნიკაცია;

·       სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

·       ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

·       დროის ეფექტურად მართვა;

·       გუნდური მუშაობა.

 

>> სარეგისტრაციო  <<