"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Adobe Photoshop-ის, Adobe Illustratori-ისა და Adobe InDesign-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული და ინოვაციური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგის განყოფილების მიერ დაგეგმილი პროექტების/კამპანიებისთვის შესაბამისი დიზაინების შემუშავება;
** არსებული დიზაინების მოდიფიცირება, საბეჭდი მასალების მომზადება;
** სხვადასხვა სარეკლამო მასალის დიზაინი, ტექნიკური აწყობა;
** სოციალური მედიისა და ვებ-გვერდისთვის დიზაინების შემუშავება;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
** მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).