Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018–2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 201 8 –201 9 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 –ე მუხლის მე– 6 პუნქტის,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ :

1. 2018–2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარ დაცვის ვად ა განისაზღვროს 2019 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 6 ივლისის ჩათვლით.

2. 2018–2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების ძი რითადი   დაცვის ვად ა განისაზღვროს 2019 წლის 29 ივლისიდან ამავე წლის 3 1 ივლისის ჩათვლით.

3.           ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს .

 

4           ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას .

 

5.         ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

სრულად

ბრძანების N: 7

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის “ N1 დანართის   მე -5 მუხლის 1- ლი და მე -2 პუნქტების ,   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2019 წლის 13 მაისის   №:1 10 /01-01 და  2019 წლის 13 მაისის   №:109/01-01 ბრძანებების საფუძველზე ,

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ ებისა და ასოცირებული პროფესორების   სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1) თამარ მოკვერაშვილი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;

2) ხატია ხატიაშვილი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი;

3) მარინა ბაკურაძე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი.

 

2 .    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 20 ივნისის   ჩათვლით 9 : 30- დან 18 : 00 საათამდე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში , თბილისი . ჭავჭავაძის გამზ .  N1 (I კორპუსი ) ოთახი N 207;

3         ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს .

 

4         ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას .

 

5         ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე .

ნანა გაფრინდაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 6

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის “ N1 დანართის   მე -5 მუხლის 1- ლი და მე -2 პუნქტების , სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2019 წლის 19 აპრილის N94/01-01 და ამავე წლის 25 აპრილის N98/01-01 ბრძანებების საფუძველზე :

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დოკუმენტების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1) თამარ მოკვერაშვილი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;

2) ხატია ხატიაშვილი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი;

3) მარინა ბაკურაძე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი.

 

 

2 .    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით 9 : 30- დან 18 : 00 საათამდე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში , თბილისი . ჭავჭავაძის გამზ .  N1 (I კორპუსი ) ოთახი N 207;

3         ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს .

 

4         ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას .

 

5         ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე .


ნანა გაფრინდაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 5

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 

ბრძანება 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე I კურსის მაგისტრანტებისთვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 16 აპრილის, 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 და 2013 წლის 26 დეკემბრის N183/01–01 ბრძანებების საფუძველზე, 

ვბრძანებ: 

1. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების მიიღების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17 :00 საათამდე (თსუ- ის I კორპუსი, 208–ე ოთახი). 

2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდეს და რექტორის სახელზე წარდგინება მომზადდეს 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით. 

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს. 

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ნანა გაფრინდაშვილი 
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
სრულად

ბრძანების N: 4

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩასატარებელი საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ -ის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 -ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე:

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX მოსწავლეებისთვის კ ონკურსის, „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულების გამომვლენი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) რამაზ ქურდაძე, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

2) კახა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;

3) მარიამ მანჟგალაძე, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მოწვეული ლექტორი;

4) გიული შაბაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;

5) ბექა ხანგოშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი.

2. დასკვნითი ტური ჩატარდება 14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.

3. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 3

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურების კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურების კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტისა და და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის,   თსუ საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის დაზიანებული და გამოყენებელი ბლანკები.

2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგუნებისთის შეიქმნას კომისია.

3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

1. პროფ. ნანა გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.

2. პროფ . თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

3. პროფ. დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

4. ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

5. თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების   მართვის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების  

შესახებ

 

 „ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 29– მუხლის მე –3 ნაწილის ქვეპუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტისა და 21– მუხლის მე –6 პუნქტის , ( ) იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის “ N1 დანართის მე -5 მუხლის 1- ლი და მე -2 ნაწილებისა , 2018 წლის 19 ოქტომბრის N 247/01-01 თსუ რექტორის ბრძანების ( სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ ), 2018 წლის 28 დეკემბრის თსუ რექტორის N 325 /01-01 ბრძანების ( სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ ) , ბრძანება   თსუ რექტორის N 326 /01-01 ( სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის   თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ ) და თსუ რექტორის N 327 /01-01 ( სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების   თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ ) საფუძველზე

ვბრძანებ

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით

                1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი , კანცელარიის უფროსი

                2) მარიამ ბაკურიძე - უფროსი სპეციალისტი  

                3) ხატია ხატიაშვილი - უფროსი სპეციალისტი  

                 

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 201 9 2 9 იანვრიდან 201 9 წლის 5 თებერვლის ჩათვლით 9:30- დან 18:00 საათამდე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში , თბილისი . ჭავჭავაძის გამზ . N1 (I კორპუსი ) ოთახი N207. 

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე .
სრულად

ბრძანების N: 1

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის სხდომის (ოქმი 14) გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.1. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

1.2. ეკატერინე ნავროზაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1.3. თინათინ ჩოლოყაშვილი – უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2. საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი განცხადებას (დანართი №1) წარმოადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში 2019 წლის 11 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

3. განცხადების წარმოდგენა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია დასკანერებული სახით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge.

4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ( საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი) პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით 17 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით.

5. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ნანა გაფრინდაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 42

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N111/2013 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ს მე-3 და მე-7 მუხლების, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 05 ნოემბრის №105/2012 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ N1 დანართის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. შეიქმნას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ერთი წლის ვადით, კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.1. თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

1.2. დარეჯან გარდავაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

1.3. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

1.4. ეკატერინე ბურდული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.5. სოფიო პაპიაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.6. ლაშა სილაგაძე – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.7. ნინო სურმავა - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.8. დემურ ჯალაღონია–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.9. მერი ნიკოლეიშვილი–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.10. თეა თათეშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

1.10. ნინო კვირიკაშვილი–კომისიის მდივანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

2. კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაევალოს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, დარეჯან გარდავაძეს.

3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ნანა გაფრინდაშვილი

ჰუმმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 41

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა შესახებ

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

                                                                                                                             

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 201 8 -201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 - ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21- ე მუხლის მე– 6 პუნქტის, თსუ რექტორის 201 8 წლის 12 დეკემბრის „ პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ფარგლებში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ N307/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.     განისაზღვროს 2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თეიმურაზ პაპასქირი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ) თედო დუნდუა – დეკანის მოადგილე

გ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

დ) ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

ე) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2.     ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

3.     ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ნანა გაფრინდაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 40

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (მაგისტრატურა) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (მაგისტრატურა) 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ № 28/01-01 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-8 ნაწილების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 8 წლის 8 ნოემბრის სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ № 279/01-01 ბრძანების მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ფაკულტეტის საბჭოს 201 8 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი N12) საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 201 7-201 8 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც აღნიშნულ სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2. უნივერსიტეტის 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 8 წლის 7 თებერვლის N 28/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტი დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სემესტრულად სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 201 7-201 8 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4. წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5. დამტკიცდეს 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

6. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თეიმურაზ პაპასქირი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ.

სრულად

ბრძანების N: 39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 

დეკანის ბრძანება 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, თსუ-ის რექტორის 2018 წლის 12 დეკემბრის „პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ N307/01-01 ბრძანების საფუძველზე, 
ვბრძანებ: 

1. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) სოფიკო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე 
ბ) მარინა ბაკურაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი 
გ) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 
2. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფინანსური წახალისების მსურველმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ პირადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208) მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. გასაჩივრება 19 დეკემბერს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. 
3. დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება. 
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს. 
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას. 6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

თეიმურაზი პაპასქირი 
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - მ.შ.
სრულად

ბრძანების N: 38

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების 
შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის მე-5 მუხლის 1- ლი და მე-2 ნაწილებისა, 2018 წლის 19 ოქტომბრის N 247/01-01 თსუ რექტორის ბრძანების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ), 2018 წლის 19 ოქტომბრის თსუ რექტორის N 248/01-01 ბრძანების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ) საფუძველზე, 
ვბრძანებ: 
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 
1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი. 
2) მარიამ ბაკურიძე - უფროსი სპეციალისტი 
3) ანა თოდუა - უფროსი სპეციალისტი 
4) სალომე ტყებუჩავა - ლაბორანტი 
2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 20 ნოემბრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207. 
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას. 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს. 
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ნანა გაფრინდაშვილი 
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
სრულად

ბრძანების N: 37

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, 
ვბრძანებ: 
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე 
1.2. ეკატერინე ნავროზაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე 
1.3. თინათინ ჩოლოყაშვილი – უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი. 
2. საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალი განცხადებას (დანართი №1) წარმოადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. 
3. განცხადების წარმოდგენა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია დასკანერებული სახით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge. 
4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (იხ.: დანართი №2) პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. 
5. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს. 
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას. 
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ნანა გაფრინდაშვილი
სრულად

ბრძანების N: 36

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში არქეოლიგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ქეთევან დავითაშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში არქეოლიგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ქეთევან დავითაშვილის  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ქეთევან დავითაშვილის  2018 წლის 23 ივლისის განცხადების (N1392/27) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლიგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ქეთევან დავითაშვილის  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 17 სექტემბერი , 11:00 საათი, თსუ მე-8 კორპუსი, 206 – ე აუდიტორია.
2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვახტანგ ლიჩელი –პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) გურამ გრიგოლია - პროფესორი, ემერიტუსი
გ)  ზვიად კვიციანი - ასოცირებული პროფესორი
დ) მარინე ფუთურიძე - ასოცირებული პროფესორი
ე) კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ პროფესორი
ვ) დავით ნასყიდაშვილი -  პროფესორის ასისტენტი
ზ) ანა თეთრუაშვილი - კომისიის მდივანი
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 34

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თამარ დარასელიას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თამარ დარასელიას  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და თამარ დარასელიას  2018 წლის 08 აგვისტოს განცხადების (N1494/27) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თამარ დარასელიას  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 17 სექტემბერი , 11:00 საათი, თსუ მე-2 კორპუსი, 164 – ე აუდიტორია.
2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო ჩიქოვანი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ქეთევან კაკიტელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
გ) ივანე წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
დ) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი
ე) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი, კომისიის მდივანი
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 35

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურაში წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისიისა და ვადების დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ს(ს)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურაში წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისიისა და ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის  N152/01–01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურაში  წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) სოფიკო ძნელაძე – სტუდენტთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი
2.  მაგისტრატურაში წარმოსადგენი დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით,10:00-დან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00), ყოველდღე,   შაბათ-კვირის  გარდა, თსუ, პირველი კორპუსი, 208-ე ოთახი.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 33

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფონდი „ქართული გალობის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ–ს გამორჩეულ სტუდენტებისთვის ეთნოლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში, მონაწილეობის მიღებისათვის შესაბამის საბუთების წარმოდგენის/საკონკურსო პირობებისა, შემფასებელი კომისიისა და ამ კომისიის შემმადგენლობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფონდი „ქართული გალობის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ–ს გამორჩეულ სტუდენტებისთვის ეთნოლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში, მონაწილეობის მიღებისათვის შესაბამის საბუთების წარმოდგენის/საკონკურსო პირობებისა, შემფასებელი კომისიისა და ამ კომისიის შემმადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქვემოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 ივლისის წერილის (N160-0160) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    კონკურსში გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა /დოქტორანტურა) ეთ¬ნო-ლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარ-მოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამა¬დას¬ტუ¬რე¬ბე¬ლი დოკუმენტია.
1.1.    2017 – 2018 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.
1.2.    ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეც¬ნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.
1.3.    მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
2.    ამ ბრძანების პირველ მუხლში განსაზღვრული საკონკურსო პირობების დაკმაყო¬ფი-ლების დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილი იქნეს თსუ, პირველი კორპუსი, 207-ე ოთახი.
3.    საბუთები მიიღება 2018 წლის 21 აგვისტოდან 2018 წლის 27 აგვისტომდე; არაუგვიანეს 17:00 საათისა.
4.    სტიპენდიანტის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.1. თედო დუნდუა
4.2. ხვთისო მამისიმედიშვილი
4.3. როლანდ თოფჩიშვილი
4.4 როზეტა გუჯეჯიანი
4.5. ეკატერინე ნავროზაშვილი
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცე¬ლარიას.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულ-ტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 32

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ირაკლი სალიას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ირაკლი სალიას სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ირაკლი სალიას 2018 წლის 27 ივლისის განცხადების (N14234/27) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ,, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ ირაკლი სალიას სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 15 აგვისტო , 14:00 საათი,  VIII კორპუსი, 232-ე აუდიტორია.

2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ გამყრელიძე - აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) რუსუდან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი
გ) თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი
დ) ეთერ სოსელია - ასოცირებული პროფესორი
ე) მარინა ივანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
ვ) ივანე ლეჟავა - ფილოლოგიის დოქტორი
ზ) ქეთევან მირზიკაშვილი -  კომისიის მდივანი

3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 31

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების  სამსახურში მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით  დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის  მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, თსუ რექტორის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2018 წლის 02 აგვისტოს N180/01-01 საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) ხატია ხატიაშვილი - აპარატის უფროსი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2) მარინა ბაკურაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
3) სალომე ტყებუჩავა - ლაბორანტი

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 წლის 03 სექტემბრიდან  2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით,  09:30 - დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის  გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


სრულად

ბრძანების N: 29