სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) კანცელარიაში ინახება ფაკულტეტის ბეჭედი, ბლანკი და შტამპი.
2. ფაკულტეტის ბეჭედი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფლებამოსილი პირის (ადმინისტრაციული, დამხმარე და აკადემიური პერსონალი) ხელმოწერის ან ასლის დოკუმენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან, მათ შორის:
ა) ცნობა სტუდენტის ან თანამშრომლის (თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე) სტატუსის შესახებ;
ბ) ცნობა ფინანსური დავალიანების შესახებ (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა);
გ) ცნობა ბიბლიოთეკის დავალიანების შესახებ ( ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა);
დ) სასწავლო ბარათი;
ე) ფაკულტეტის საბჭოს ოქმი და ოქმიდან ამონაწერი;
ვ) დახასიათება;
ზ) რეკომენდაცია;
თ) კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართის ყველა გვერდი;
ი) აპოსტილზე წარსადგენი დოკუმენტების ყველა გვერდი;
კ) რეცენზია;
ლ) დასკვნა;
მ) გამოხმაურება;
ნ) ბრძანებების ასლები;
ო) პრაქტიკის დღიურები;
პ) სხვადასხვა სააპლიკაციო ფორმა;
ჟ) სხვა სახის დოკუმენტი, ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირის მითითების საფუძველზე.
3. ფაკულტეტის ბლანკზე შეიძლება განთავსდეს:
ა) ცნობა სტუდენტის ან თანამშრომლის (თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე) სტატუსის შესახებ;
ბ) რეკომენდაცია;
გ) დახასიათება;
დ) აპოსტილზე წარსადგენი დოკუმენტები;
ე) წერილები სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან;
ვ) რეცენზია, დასკვნა, გამოხმაურება ( მოთხოვნის შემთხვევაში) ;
ზ) სტუდენტთა სასწავლო-პროფესიული პრაქტიკისა და სტაჟირების შესახებ წერილები;
თ) სხვა სახის დოკუმენტზე, ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირის მითითების საფუძველზე.
4. შტამპი გამოიყენება ფაკულტეტის კანცელარიაში შემოსული განცხადებებისა და წერილების რეგისტრაციის მიზნით.
5. წინადებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე