Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ბელგრადის უნივერსიტეტში (სერბეთის რესპუბლიკა) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის “პროფესიული განათლება” იმ სტუდენტებს, რომლებსაც მიმდინარე სემესტრში აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და რომელთა GPA არის მინიმუმ 2.5

 

მობილობის ხანგრძლივობა: 2 კვირა (ივნისი/ივლისი 2026 წ.)

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge