Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/12/2025 - 30/12/2025

კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული
გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Solutions-ის პროგრამების/სერვისების გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.

მოთხოვნები:
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, „King David”.
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00
• ანაზღაურება: 300₾ პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -
„ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით“.