კატეგორია:
														
																ვაკანსია/სტაჟირება
															
						
						საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
							
								27/06/2022 - 31/07/2022
							
						
											ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკისა და IFRS რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება და ანალიზი;
- შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
- კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ( IFRS) შესაბამისად;
- აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა.
    
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   
- უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
- სამ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ჩაბარებული ACCA წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი  უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV მისამართზე khatiakurashvili@silknet.com; tgabashvili@silknet.com არაუგვიანეს 31 ივლისისა.
