28 ოქტომბერს, 14:00 საათიდან - 17:00 საათამდე თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში თსუს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა და თსუს პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და დასაქმების სააგენტო HR.GE-სთან თანამშრომლობით გაიმართება დასაქმების ფორუმი. ფორუმზე მოწვეული იქნება სხვადასხვა სფეროს 50-მდე დამსაქმებელი, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსდება ეტაპობრივად. ფორუმზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
>> სარეგისტრაციო ბმული <<