- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ევორას უნივერისტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის კადემიური პერსონალის წარმომადგენლებს;
2. ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს ცენტრალური თუ საფაკულტეტო ერთეულებიდან;
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იმყოფებიან:
- ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრში;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველ, მეორე და მესამე სემესტრში;
- დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე და მეხუთე სემესტრში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სემესტრი, რომელშიც გეგმავთ მობილობის განხორციელებას არ უნდა იყოს: დამამთავრებელი/ხარისხის მიმნიჭებელი
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
- პერსონალი: 5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე
- სტუდენტები: 5 თვე
სტიპენდია მოიცავს:
- პერსონალისათვის: 170 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის დაფინანსება
- სტუდენტებისათვის: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- დოკუმენტების შეფასება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)
განაცხადების მიღება იწარმოებს: 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://uminho.moveonfr.com/locallogin/67d170d4f484e754ea054497/eng
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!
საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge