Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის კადისის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

მობილობის პერიოდი:  2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 (სამუშაო) დღე

 

აპლიკანტთა შესარჩევი პროცესი:

  • ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე
  4. შევსებული სამუშაო გეგმა (Mobility Agreement) ინგლისურ ენაზე

 

რელევანტური მიმართულების თსუ-ს ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის წარმიმადგენლებმა, სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge 2025 წლის 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე (თბილისის დროით)!

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და გადმოგზავნილი დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.

 

 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge