სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის No25/2024 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარების და გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება დეკანის N 3 ბრძანებაში (12/03/2024, 3-32-4-202403121746) და განისაზღვროს მედიცინის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ია ხახუტაიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა’’ კოორდინატორი, თავმჯდომარე;
ბ) ვლადიმერ მარგველაშვილი, პროფესორი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,სტომატოლოგია’’ ხელმძღვანელი;
გ) ნინო ჩიხლაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამაგისტრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ ხელმძღვანელი;
დ) მირანდა მიქაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ე) მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, მდივანი;
ვ) მაია მანგოშვილი - უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი;
ზ) თამარ ლეკაშვილი - ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი
2. კრედიტების აღიარების კომისიის ფუნქციებად განისაზღვროს:
ა) კრედიტების აღიარებასთან ან კრედიტების გაანგარიშებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, გადაწყვეტილების მიღება და ასახვა კომისიის დასკვნაში;
ბ) სტუდენტების ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა და ინდივიდუალური გეგმის შემუშავება;
გ) ზაფხულის სკოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.
3. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი