Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).

 

მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: 

·       მოძრავი ქონების სისტემური მონიტორინგის განხორციელება;

·       აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის დასკვნის მომზადება;

·       შესაბამისი ბაზებისა და დოკუმენტაციის შექმნა;

·       მოძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;

·       პერიოდული რეპორტების (ყოველკვირეული; ყოველთვიური) მომზადება და წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·       უმაღლესი განათლება;

·       აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქტივების მონიტორინგის მიმართულებით;

·       აქტივებთან, მსუბუქ და/ან მძიმე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

·       აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

·       Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: 

·       ეფექტური კომუნიკაცია;

·       სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       დროის ეფექტურად მართვა;

·       გუნდური მუშაობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული