შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: ჰოლდინგის მასშტაბით საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, დადგენილი პერიოდულობით, საგადასახადო აუდიტის წარმართვა და მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება;
- ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო კონსულტაციებში ჩართულობა, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;საგადასახადო დოკუმენტაციისა და პროგრამული აღრიცხვის შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
- პროფესიული სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამშრომლებისთვის რეკომენდაციის გაცემა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ცოდნა და გამოცდილება:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
- საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ACCA-ის ჩაბარებული წიგნები ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
- საგადასახადო აუდიტისა და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რისკების მენეჯმენტი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
გისურვებთ წარმატებას!