ამონაშვილის აკადემია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ატარებს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს როგორც მშობლებისათვის, ასევე ბავშვებისა და ოჯახებისთვის.
ამონაშვილის აკადემია აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/პრაქტიკანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
• მოზარდების პროგრამების ხელმძღვანელის ასისტირება;
ძირითადი მოთხოვნები:
• ამონაშვილის აკადემიის საქმიანობის ცოდნა;
• ბავშვების სიყვარული;
• მოთმინების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• აქტიური და მოტივირებული;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2025 წლის 5 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი.
წერილის თემის ველში, გთხვთ მიუთითოთ “პროგრამების ასისტენტი/პრაქტიკანტი”.
პრაქტიკანტის ვაკანსია არ არის ანაზღაურებადი და არის მომდევნო დასაქმების პერსპექტივით.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/Rw8U8Iy
მადლობა დაინტერესებისათვის!