geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გვანცა ჯობავა
გამომცემელი
დაბადების თარიღი 1986

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით საგამომცემლო-სარედაქციო საქმე. 2009 წელს კი, ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება.  2007-2008 წლებში  იყო „ელფის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი; 2010 წლიდან დღემდე გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ რედაქტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;  2008-2011 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრი  2013 წლიდან დღემდე არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა და თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორი;  2018-2020 წლებში  იყო „კანტის აკადემიის“ სპიკერი, 2022 წელს  გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრებმა არჩევნების გზით ამავე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 25/01/2023
კატეგორია: გამომცემელი