geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბუბა კუდავა
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1972

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1993 წლიდან არის ჟურნალ "არტანუჯის" დამფუძვნებელი და რედაქტორ–გამომცემელი; 1994 წლიდან  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, მეცნიერ თანამშრომელი;

2000-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი;  2003 წელს დაიცვა ადოქტორო დისერტაცია თემაზე  "დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XIსს.)"

2005 წელს გახდა  ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. 2006 წელს დაინიშნა   ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 2006 -2015 წლებში  კი  იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი;

 2003-2005წწ. კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. არის თანაავტორი სასკოლო სახელმძღვანელოსი "ჩვენი სამშობლოს მატიანე" (2003-2008).

2003 წლიდან სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და წევრი.

2003-2012 წწ. ტაო-კლარჯეთში ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი.

2007-2010წწ. საგამომცემლო სერიის — „სამხრეთ კავკასია და ანატოლია“ — სარედაქციო ჯგუფის წევრი

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 08/12/2022
კატეგორია: ისტორიკოსი