geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თედო ჯაფარიძე
დიპლომატი
დაბადების თარიღი 1946

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

1972-1974 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი იყო; 1977-1989 წლებში  საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1990 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;  1990-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი; 1991-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი; 1991-1992 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;  1992-1992 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1992-1994 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1994-2002 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2003-2003 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში; 2003-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2016 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩევლი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 14/03/2022
კატეგორია: დიპლომატი